ზაფხულის ბოლოს
http://tapli.ge/tapli/zapxulis-bolos 21 აგვისტოს შევედით საფუტკრეში, თითქმის ერთთვიანი შესვენების შემდეგ. მოვისვენეთ ცხელ დღეებში ჩვენც და ჩვენმა ფუტკარმაც-ჩვენსგან)). ბილიკის მოძებვნა გაგვიჭირდა, ბალახს დაეფარა, წამოუყვია თავი, დრო უხელთია)). ბაღლინჯო, აზიური ფაროსანა-პირველი, რაც დაგვხვდა საფუტკრეში)). გაამართლა ჩვენი იმედები, ჩვენმა ფუტკარმა: საკუჭნაოში თაფლი.. ბუდის გვერდითა ჩარჩო-ლამაზი, მძიმე... მძიმე როგორ არ იქნება: წნევის ქვეშ აქვთ მგონი ჩატუმბული ფიჭაში თაფლი, ასეთი სილამაზე იშვიათია. .ბუდის ჩარჩო, რომელის მხოლოდ კიდეებზე შემორჩენილა გადაბეჭდილი ბარტყი-სხვა განაწილებულა სკაში და საქმე გაუჩენიათ. ჭეო, ბარტყის გამოსაზრდელი-საკმაოდ მოუზიდიათ. კვერცხი, ფუმფლი-საწინდარი კარგი გამოზამთრების. ეს ბარტყი ზამთრამდე მოასწრებს სუროს, ოქროეწკეპლას ნექტარის შემოტანას და თაფლად გადამუშავებას. სუროც მალე იყვავილებს, თან აქვეა, არაა შორს გაფრენა საჭირო)).
მსგავსი ვიდეოები
საპატრულო პოლიცია გვეხმარება. ზაფხულის ბოლოს ჩაგაბარებთ - კა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
წალენჯიხაში მაღალი წნევის გაზსადენი აშენდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო „ტრენტოს“ საერთაშორისო ფესტივალზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მუზეუმის რეაბილიტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია
culturegovge culturegovge
მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიწვევთ MISS Stars ფოტოგენურობის კონკურსში მონაწილეობისთვის
Stars TV