ზაფხულის ბოლოს

08/30/2017
George TapliGE-ის მიერ

http://tapli.ge/tapli/zapxulis-bolos
21 აგვისტოს შევედით საფუტკრეში, თითქმის ერთთვიანი შესვენების შემდეგ. მოვისვენეთ ცხელ დღეებში ჩვენც და ჩვენმა ფუტკარმაც-ჩვენსგან)). ბილიკის მოძებვნა გაგვიჭირდა, ბალახს დაეფარა, წამოუყვია თავი, დრო უხელთია)). ბაღლინჯო, აზიური ფაროსანა-პირველი, რაც დაგვხვდა საფუტკრეში)). გაამართლა ჩვენი იმედები, ჩვენმა ფუტკარმა: საკუჭნაოში თაფლი.. ბუდის გვერდითა ჩარჩო-ლამაზი, მძიმე... მძიმე როგორ არ იქნება: წნევის ქვეშ აქვთ მგონი ჩატუმბული ფიჭაში თაფლი, ასეთი სილამაზე იშვიათია. .ბუდის ჩარჩო, რომელის მხოლოდ კიდეებზე შემორჩენილა გადაბეჭდილი ბარტყი-სხვა განაწილებულა სკაში და საქმე გაუჩენიათ. ჭეო, ბარტყის გამოსაზრდელი-საკმაოდ მოუზიდიათ. კვერცხი, ფუმფლი-საწინდარი კარგი გამოზამთრების. ეს ბარტყი ზამთრამდე მოასწრებს სუროს, ოქროეწკეპლას ნექტარის შემოტანას და თაფლად გადამუშავებას. სუროც მალე იყვავილებს, თან აქვეა, არაა შორს გაფრენა საჭირო)).