სააკაშვილი რუსული მედიის წარმომადგენბლებთან საუბარს აქვეყნებს, რომელიც უკრაინაში ჩასვლამდე შედგა
(ახალი ამბები 30.05.2019) მიხეილ სააკაშვილი რუსული მედიის წარმომადგენბლებთან მის საუბარს აქვეყნებს, რომელიც გუშინ პოლონეთიდან უკრაინაში ჩასვლამდე შედგა. საქართველოს ექს-პრეზიდენტის თქმით, მას ვარშავიდან კიევამდე, თვითმფრინავში, რუსეთის ყველა მთავარი არხი ახლდა „რა აზრი აქვს რას ამბობს რუსეთი, იმდენ სისულელეებს ამბობს, რომ ჩვენ მას აღარ ვუსმენთ. რუსეთშიც იქნება ნორმალური ხელისუფლება, დემოკრატრია. ხედავთ, აქ ზელენსკი აირჩიეს. მე არ ვიცი - გყავთ ვინმე რუსეთში ასეთი? აი, მაგალითად, ამხანაგი გალუსტიანი, არ ვიცი ვინაა, მაგრამ იქნება არჩევნები, ხალხი იტყვის, რომ მობეზრდათ პუტინი და გალუსტიანი გახდება პრეზიდენტი, პუტინი კი დამსახურებულად წავა დასასვენებლად. არ მოგბეზრდათ ერთი და იგივეს ყურება 25 წელი? დემოკრატია საათივით მუშაობს, ხალხი თავად ირჩევს ვინც სურს და ვისაც საჭიროა, იმასაც თავად გააგდებს. პოროშენკო გააგდესო, ამბობთ რუსეთში - აიღეთ და თქვენც იგივე გააკეთეთ, ეს ხომ კარგია - ყელში ამოგივა ერთი და აირჩევ ახალს. ერთხელ მაინც გააკეთეთ თქვენც ის, რაც უკრაინამ გააკეთა, ამოისუნთქავთ. თქვენ თქვენს პოლიტიკას მიხედეთ ეხლა, რომ ნამდვილი ხელისუფლება გქონდეთ , მედია და თქვენი ცხოვრებით იცხოვრებთ და ბინოკლით მეზობლებს აღარ უყუროთ. მე ჩამოვედი კიევში და შემდეგი თბილისი იქნება, რადგან კიევი გზადაა, - როცა ვარშავიდან თბილისში მიფრინავ, კიევში ჩერდები. უკრაინა სავესეა სიურპრიზებით, ეს რუსეთშია ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი. როცა კიევსა და თბილისში ჩემს საქმეებს მოვაგვარებ და თქვენთანაც ყველაფერი კარგად იქნება, იქნება დემოკრატია, ახალი პრეზიდენტი - შეიძლება ქალიც, აუცილებლად ჩამოვალ და რჩევებს მივცემ მას. გყავთ თქვენ კომიკოსი ქალები? მიხედეთ თქვენს საქმეს, უზარმაზარი ქვეყანა ხართ - უკრაინა მეზობელია, გასაგებია რომ ის საინტერესოა რუსეთისთვის, მაგრამ არა იმდენად, რომ თქვენი საქმე არ აკეთოთ. ეს ჰალსტუხი კი პუტინს გადაეცით, ქართულ ჭაჭასაც გამოვუგზავნი, ფეესბეს აგენტებისთვის გადასარევი საჩუქარია“- უთხრა სააკაშვილმა რუს ჟურნალისტებს. გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi
Tv Kavkasia-ის სხვა ვიდეოები
რა ფულიც არ უნდა დახარჯოს ივანივილმა, როგორც არ უნ...
როგორც კი სანდრა მოიგებს, ივანიშვილის ბუნდღი აღარ...
ივანიშვილი რომ ბიზნესს იბარებს და საქმეებს არჩევს,...
ვიძახოთ ახლა, კარგი კაცია თუ ცუდი სერგეენკო, თუ კა...
„შეიძლება სალომე ზურაბიშვილი იყოს ის პრეზიდენტი, რ...
"ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს სახელმწიფოს მართვაზ...
პროტესტი და უხერხულობები პრეზიდენტის მიერ ორგანიზე...
სუს-ში მიმსვლელი არ ვარ, ცდილობენ გამანადგურონ, მა...
მსგავსი ვიდეოები
ვლადიმერ პუტინი ვლადიმირ ზელენსკის მიმართავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მამუკა მდინარაძე გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
ნონა მამულაშვილის ინიციატივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნონა მამულაშვილის მიმართვა ვოლოდიმირ ზელენსკის
Formula News
რატომ არის რუსული კანონი?! / ნაცების გამოკითხვა/ #სამნი \u00...
ლЯკა ხოშტარიას რუსული რუბლები/ / #სამნი \u0026 Co 22.04.202...
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
Tabula ტაბულა