ლიზა ბაგრატიონის კონცერტი "ასე მგონია..." | 14 დეკემბერი 2014

28.11.2014 00:30

14 დეკემბერს Badagoni და Rustavi 2 წარმოგიდგენთ ლიზა ბაგრატიონს ახალი საკონცერტო პროგრამით "ასე მგონია..."

Badagoni-ის, ლიზა ბაგრატიონისა და ნიკოლოზ რაჭველის მიერ ბალტიის ქვეყნებსა და უკრაინაში წარმოდგენილ პროექტებს, ახლა უკვე განახლებული პროგრამით გაიცნობს ქართველი მსმენელი თბილისში.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:
ნიკოლოზ რაჭველი (მუსიკალური ხელმძღვანელი, საორკესტრო ვერსიების ავტორი) და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სოლისტი გიორგი ცაგარელი (ალტი)
და სპეციალური სტუმარი იტალიიდან აკორდეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი.
ვიზუალური გაფორმება: დათო მაჭავარიანი (კაკადუ).

საღამოს სტუმრებს კომპანია Badagoni უკვე კარგად ნაცნობი და შეუდარებელი ღვინოებით უმასპინძლებს, ასევე გელით სიურპრიზი...

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ www.biletebi.ge-ზე და თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროებში.
https://biletebi.ge/Default.aspx?id=2...
ინფორმაციისთვის დარეკეთ: 11808


http://www.badagoni.ge/

გაზიარება:
EstateHub