სინათლე ჩვენს ფანჯრებში | ამბავი | ქართული ფილმი 1969წ
სინათლე ჩვენს ფანჯრებში | ამბავი | ქართული ფილმი 1969წ
აღწერა:
ენგურჰესის მშენებლობაზე ბრიგადირად დანიშნული ომის ვეტერანი ალექსანდრე და მისი ბრიგადის ახალგაზრდა წევრები საერთო საცხოვრებელში დაბინავდებიან. მშენებლობაზე პირდაპირ სკოლის მერხიდან მოსულ ბიჭებს ნებისყოფაც აკლიათ და გამოცდილებაც. ალექსანდრეს წესიერება, შრომისმოყვარეობა, ადამიანურობა სამაგალითო გახდება მათთვის. ხარაჩოდან ჩამოვარდნილი ამხანაგის, გერასიმეს დაღუპვა ყველას სასოწარკვეთილებაში ჩააგდებს, მშენებლობის მიტოვებას დააპირებენ, მაგრამ ალექსანდრე ახალგაზრდებს გაამხნევებს და გერასიმეს დაწყებული სახლის მშენებლობას ყველანი ერთად დაასრულებენ.
მონაწილეობენ:
დავით(დოდო) აბაშიძე (ალექსანდრე)
გრიგოლ წიტაიშვილი (გერასიმე)
ლეილა ყიფიანი (მარინე)
ლალი მესხი (ლია)
რუსუდან კიკნაძე (ტატა)
თამაზ თოლორაია (ბიძინა)
თეიმურაზ წიკლაური (ნოდარი – ბელაფონტე)
ნანული პირველი (გალინა)
ლიანა ასათიანი (ბიძინას დედა)
ილია ბაკაკური (ილო)
თამარ თვალიაშვილი (ალექსანდრეს დედა)
მალხაზ გორგილაძე
მანანა დაშნიანი
ი. ჭავჭავაძე
მალხაზ ჭეიშვილი (მალხაზი)
ბ. თოფურიძე
გ. გაბაშვილი
გია ნარიმანიძე (ჯაბა)
ზოზო (იასონ) ბაქრაძე
დამდგმელი რეჟისორი: ყარამან (გუგული) მგელაძე
სცენარის ავტორი: სულიკო ჟღენტი
დამდგმელი ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი
დამდგმელი მხატვარი: გივი გიგაური
კომპოზიტორი: ნუგზარ ვაწაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: თენგიზ ნანობაშვილი
მონტაჟი: ოფელია გევორქიანი
სინათლე ჩვენს ფანჯრებში
კინომოთხრობა
სს "ქართული ფილმი"
ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2287 მეტრი, 71 წუთი
გამოშვების წელი: 1969
მსგავსი ვიდეოები
Suliko Jgenti 95 | სულიკო ჟღენტი 95
Georgian National Film Center
სინათლე ჩვენს ფანჯრებში
nugzar chitaia
„სინათლე ჩვენს ფანჯრებში“; ტატა (რუსუდან კიკნაძე)
nostalgie georgia
„სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ - ბელაფონტეს სიმღერა
nostalgie georgia
სინათლე ჩვენს ფანჯრებში
Rati Kharatishvili
მხატვრული ფილმი "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" - 1969წ.
Marina G.
ტრიო "სიმი" - სიმღერა კინოფილმიდან ''სინათლე ჩვენს ფანჯრებში...
ქართული მუსიკა ვინილზე / Georgian Music On Vinyl
,,ხაზის რადიო" 06.03.17 გრიგოლ წიტაიშვილი-80
Georgian Public Radio