უკანონო ინსტალაციები ქარელის მუნიციპალიტეტში

2 თვის წინ

საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალი ინსტალაცია ქარელის მუნიციპალიტეტში დაამონტაჟეს. ოკუპანტებმა სოფელ ატოცთან საგუშაგო ჯიხური ჩადგეს და მავთულხლართები განაახლეს. ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გააქტიურდა ევროკავშირის ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსაც. ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება სოფელ ატოცში და არსებული სიტუაციის შესახებ ახლა ნინო ფისაძე ისაუბრებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან