"გულისტანის" გაფიცვა წარმატებით დასრულდა

ოზურგეთში ფქვილის საწარმოს მშრომელების გაფიცვა 38 დღე გაგრძელდა. თავდაპირველად, კომპანიის მფლობელებმა, გაფიცვა უკანონოდ გამოაცხადეს და გეგმავდნენ, რომ გაფიცული მშრომელები ახალი კადრებით ჩაენაცვლებინათ. საპასუხოდ, მშრომელებმა დაიწყეს საწარმოს ბლოკირება. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ინდუსტრიული ქალაქებიდან, ბორჯომის და ნაბეღლავის წარმოებაში დასაქმებულებმა, პროფესიულმა გაერთიანებებმა, ოზურგეთის მკვიდრებმა. გაფიცული მშრომელებს გვერდით დაუდგნენ რიონის ხეობის გადარჩენის მოძრაობის წევრები. კომპანიამ ვერ შეძლო გაფიცული მშრომელების სამსახურიდან გათავისუფლება და იძულებული გახდა, მათი მოთხოვნები შეესრულებინა. დღეს, მტკიცე სოლიდარობის ეს მაგალითი ყველას გვამხნევებს და ხვალინდელი ბრძოლის გზებს გვისახავს. გვიპოვეთ აქ: Facebook: https://www.facebook.com/mautskebeli.... Instagram: https://www.instagram.com/mautskebeli... Web: http://www.mautskebeli.ge/​​​​​​​​​​​​​​ #მაუწყებელი

მსგავსი ვიდეოები