ქცევის წესები კარატეს დოჯოში! (დარბაზი)
კარატეს ტრადიციულად დიდი კულტურა და ისტორია გააჩნია. შესაბამისად, დოჯოში ქცევის წესები არის განსხვავებული სხვა სპორტული დისციპლინებისგან. ის დამყარებულია პატივისცემაზე! იხილეთ ვიდეოში წარმოდგენილი ქცევის წესების მოკლე ჩამონათვალი: 1. კარატეს მასწავლებელს სენსეი ჰქვია 2. ვარჯიშზე უნდა გეცვას კარატე-გი (ე.წ. კიმანო) 3. კარატე-გი სუფთა და მოწესრიგებული უნდა იყოს 4. ვარჯიშის დროს შეკითხვების დასმა და ლაპარაკი არ შეიძლება 5. „სეიზანის“ პოზაში ჯდომა სასურველია, თუმცა სენსეის თანხმობით შეიძლება მისი ცვლილება 6. ვარჯიშის დროს მობილური ტელეფონის გამოყენება აკრძალულია. 7. ვარჯიშის დროს მაყურებლები/დამსწრეები არ დაიშვებიან დოჯოში. 8. ვარჯიშზე დაგვიანება აკრძალულია და სასურველია 15-20წთ-ით ადრე მისვლა. 9. მისალმება თავის დახრით („რეი“) აუცილებელია დოჯოში შემოსვლისას, მიუხედავად იმისა გხედავთ თუ არა სენსეი. 10. თუ დაიგვიანე ვარჯიშზე, ტატამზე არ შედიხარ, ელოდები სანამ სენსეი არ განიშნებს 11. ვარჯიშის დაწყების წინ თავს უხრი („რეი“) სენსეის და დოჯოში წარმოდგენილი ოსტატების სურათებს, დოჯოს სიმბოლიკას და ა.შ. 12. ვარჯიშის შემდეგ თავს უხრი სენსეი და შენს გვერდით მდგომს და ამბობ მადლობას („არიგატო გოზაიმაშიტა“) 13. ვარჯიშის შემდეგ ვასუფთავებთ/ვაწესრიგებთ დოჯოს. Goju-Ryu Karate, IOGKF Georgia https://dojo.ge Tel: 599 46 45 46, 597 25 25 24, 592 05 04 31 დარბაზი: თბილისი, ქავთარაძის #1 შესახვევი, სახლი 10 Dojo Location : Georgia, Tbilisi, Kavtaradze #1 turn, House 10 Instagram: / levanrogava / gojuryugeor. . Facebook: / levan.rogava / iogkfgeorgia. . / iogkf.georgia Train your Mind and Body
Levan Rogava-ის სხვა ვიდეოები
როგორ დავარტყათ სწორად / How to Punch Properly
17:09
ლევან როგავა - ჯობას სამზარეულოში
12:08
Goju-Ryu Karate vs COVID-19 / გოჯუ-რიუ კარატე vs კ...
04:55
Morning Training on a Karate Summer Camp | დილის ვ...
02:22
Rezo Rogava - Personal MMA Trainer / რეზო როგავა -...
07:35
Goju-Ryu Summer Camp 2019 Georgia / გოჯუ-რიუს საზა...
05:45
როგორ გავიმაგროთ მუშტი! How to make our Fist Stron...
03:48
როგორ ვირბინოთ სწორად - How to Run Properly
მსგავსი ვიდეოები
ქცევის წესები
ინეზა ცენტერაძე
ქცევის წესები
Nino Mosiashvili
ქცევის წესები
Nino Kandelaki
ქცევის წესები
Eliso Kezevadze
ქცევის წესები
Elene Betlemishvili
ქცევის წესები
Irka Marko
ქცევის წესები
Sofi takalandze
ქცევის წესები 1
Nana Edisherashvili