ტელესიუჟეტი ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაზე

10/29/2014
Fund Sokhumi-ის მიერ

„რიონის“ ეთერში გასული ტელესიუჟეტი ასახავს ცვლილებებს, რომლებიც უკავშირდება ადგილობრივ ხელისუფლებაში გენდერული საკითხების გააზრებას. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრია და თავის კოლეგებთან ერთად ეცდება, მომავალ ბიუჯეტში საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული. თუმცა აღიარებს, რომ ერთი ბიუჯეტის ფარგლებში ყველა პრობლემის მოგვარება არ მოხერხდება. „საკრებულო მზად არის, სრულად, თავისი საბიუჯეტო შესაძლებლობების ფარგლებში უპასუხოს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს დაკვეთას და განხილოს საკითხები გენდერულ ჭრილში“.

წყარო: http://gac.at.ua/news/t'elesiuzhet'i_...

ვიდეოები „Fund Sokhumi"-ისგან