#უკრაინისდაცვა: მსოფლიოს 68 ქალაქში უკრაინის მცველთათვის მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა
14-დან 16 ოქტომბრამდე უკრაინელები მსოფლიოს გარშემო ერთიანდებიან და მონაწილეობას იღებენ კამპანიაში, სახელწოდებით #უკრაინის დაცვა, რომელიც ქვეყნის დამცველებს ეძღვნება, ანუ მათ, ვინც ახლა უკრაინისთვის იბრძვის. კამპანია მსოფლიოს 68 ქალაქში ტარდება. თბილისში ამ დღისადმი მიძღვნილი აქცია 14 ოქტომბერს, პარასკევს უნდა გამართულიყო, თუმცა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოში მცხოვრებმა უკრაინელებმა კამპანიის რამდენიმე დღით გადადება გადაწყვიტეს. თავისუფლების მოედანზე საქართველოში მცხოვრებმა უკრაინელებმა უკრაინის დიდი დროშა გაშალეს, ეკრანი დაამონტაჟეს, და ბევრჯერ გადაუხადეს მადლობა უკრაინის მცველებს, ანუ მათ, ვინც უკრაინისთვის იბრძოდა და დღესაც იბრძვის.
მსგავსი ვიდეოები
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 84-ე დღე უკრაინაში - მარიუპოლის მერის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაიდენის განცხადება
TV IMEDI