ახალი 6 | ბრალდება ხელისუფლებას | 25.09.12

25.09.2012 01:17

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახის წევრები ზეწოლაზე საუბრობენ. კერძოდ, კანდიდატის დის - მანანა ჯაფარიძის განცხადებით, მათ ოჯახზე დიდი ხანია ხორციელდება თვალთვალი, მათ საცხოვრებელ სახლს ვიდეოკამერებით იღებენ ასევე მესტიის მუნიციპალიტეტის და პოლიციის შენობიდან. კოალიციის მესტიის შტაბის უფროსი გოჩა ხორგუანი კი ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს. მისი თქმით, ვიქტორ ჯაფარიძის საცხოვრებელი სახლის გვერდით მდგარი სახლიდან, პოლიციის თანამშრომლები ვიდეოკამერებით იღებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც მაჟორიტარობის კანდიდატის სახლში შედის. http://tv9.ge http://tv9.ge/live http://tv9.ge/twitter http://tv9.ge/scribd http://tv9.ge/facebook http://tv9.ge/youtube

გაზიარება: