“Strong minds discuss ideas, average minds discuss events, weak minds discuss people.”
― Socrates
ფილოსოფიის ისტორია აღსავსეა გამორჩეული ადამიანებით. თუმცა, ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოიპოვა ისეთი პოპულარობა, როგორც ძველბერძენმა მოაზროვნე სოკრატემ.
სოკრატე იყო პირველი ათენელი ფილოსოფოსი, წარმოშობით ალოპეკიდან. მამა ხელოსანი ჰყავდა, ხოლო დედა - ბებიაქალი. სპარტას ომის დროს, სოკრატე მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. შემდეგ, საბჭოს წევრი გახდა და კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის საქმეს, თუმცა, აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებისკენ არ მიისწრაფვოდა. მთელი ცხოვრება ფილოსოფიას მიუძღვნა, ოჯახის ცხოვრებაში მონაწილეობას არ იღებდა. თავისუფალ დროს სხვადასხვა თემის განხილვაში ატარებდა და დისკუსიებში ერთვებოდა. აგრეთვე, თავის მოსწავლეებს ფილოსოფიას ასწავლიდა. სიცოცხლის განმავლობაში, სოკრატეს არც ერთი წიგნი არ დაუწერია. მისი ფილოსოფიური ხედვის შესახებ ინფორმაცია გვაქვს პლატონის, არისტოფანეს, არისტოტელეს, ქსენოფონტესა და სხვა მოაზროვნეების ნამუშევრებიდან.
„შეიცნე საკუთარი თავი“
მოცემული გამონათქვამი, სიბრძნის ფორმულა, ცნობილი იყო ჯერ კიდევ სოკრატემდე, თუმცა სოკრატემ დაამკვიდრა ეს ტერმინი.
ამ გამონათქვამის არსი მდგომარეობს იმაში, რომ არანაირი ცოდნა და გამოცდილება, ბედნიერებისა და კეთილდღეობის გარანტი არ არის, რადგან ყველაფრის მნიშვნელობა დამოკიდებულია სიკეთისა და ბოროტების შეცნობაზე. ძველბერძენი ფილოსოფოსი დარწმუნებული იყო, რომ კარგი ცხოვრება და თვითგანვითარება შესაძლებელია მხოლოდ მორალური და ინტელექტუალური სიმყარის საფუძველზე.
მან მრავალი მსმენელი შეიძინა, მისი აუდიტორია დღითი დღე იზრდებოდა. „რა შეიძლება იყოს უფრო მარგებელი, ვიდრე სოკრატეს საზოგადოება და მისი საუბრებიო”, – წერდა ქსენოფონტე.
პოპულარობა მოიპოვა მან ახალგაზრდებშიც. ისინი აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი გონების სიღრმით, მჭერმეტყველებით, მოთმინებით, სიკეთით, საერთოდ, მისი ცხოვრების სტილით. სოკრატეც აფასებდა ახალგაზრდებს როგორც თანამოსაუბრეებს, განსაკუთრებით მათ, ვინც გამორჩეულ ცნობისმოყვარეობასა და ცოდნის წყურვილს ამჟღავნებდა.
სოკრატე ახალგაზრდებს უკეთურებისგან განარიდებდა და უნერგავდა მათ მაღალ ზნეობას: სიკეთეს, პატიოსნებას, სამართლიანობას, თავდაჭერილობას; ასწავლიდა მშობლის, პატივისცემას, უხსნიდა ჭეშმარიტი მეგობრობის, ნამდვილი სიყვარულის არსს, აღზრდა-განათლების აუცილებლობას.
სოკრატე თავად იყო ზნეობრივად სრულყოფილი. მისი სიტყვა და ცხოვრების წესი არასოდეს სცდებოდა ერთმანეთს და სწორედ ეს განაპირობებდა მისი პიროვნების განსაკუთრებულ მომხიბლაობას. ის იყო ჭეშმარიტი პატრიოტი, ათენის დიდი მოქალაქე, რომელიც ერთნაირი ერთგულებითა და პატიოსნებით ემსახურებოდა მამულს როგორც ომიანობის, ასევე მშვიდობიან დროს.
მისი ყოველი სიტყვა, პირადი მაგალითი, ცხოვრების წესი არაჩვეულებრივად დადებით გავლენას ახდენდა ადამიანებზე და განსაკუთრებით ახალგაზრდებზე. ის სარგებლობდა დიდი სიყვარულით და პატივისცემით მსმენელებში და ასეთივე პატივისცემით პასუხობდა მათ.
სოკრატემ „თავისი ცხოვრებით მაგალითი მისცა ახალ სამყაროს, სამყაროს, რომელიც მთლიანად ადამიანის სულიერ ღირებულებაზე იყო დაფუძნებული.
სოკრატე - ვიკიციტატა
ყველაზე დიდი სიკეთე ცოდნაა, ყველაზე დიდი ბოროტება კი - უგუნურება.
ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე - არაფერია.
უნდა ჭამო იმისათვის, რომ იცოცხლო და არა იმისათვის იცოცხლო, რომ ჭამო.
რაც უფრო ვიცნობ ხალხს, მით უფრო მეტად ვაფასებ ჩემ ძაღლს.
ვისთანაც სიტყვა უქმია, მასთან ჯოხითაც ვერაფერს გახდები.
ადამიანი შეიძლება იყოს სიბრძნის მოყვარული და არა ბრძენი, ნამდვილი ბრძენი მხოლოდ ღმერთია, მხოლოდ ღმერთმა იცის ყველაფერი და არა ადამიანმა.
სიკვდილი - კაცობრიობის დიდი ილუზიაა. სანამ ვცოცხლობთ ის ჯერ არ არის, როდესაც ვკვდებით ის უკვე აღარ არის.
სრულყოფილ ადამიანად შეიძლება ჩავთვალოთ ის, ვინც სრულყოფილებისაკენ მიისწრაფვის; ბედნიერ ადამიანად კი შეიძლება ჩავთვალოთ ის, ვინც უკვე აღიარებს, რომ თავის მიზანს მიაღწია.
სიმდიდრესა და პოპულარობას ღირსება არ მოაქვს.
ილაპარაკე, რათა შენი დანახვა შევძლო.
ჩემთან დავა და კამათი ადვილია, ჭეშმარიტებასთან - შეუძლებელი.
გინდ მოიყვანე ცოლი, გინდ ნუ მოიყვან, მაინც ინანებ.
ყოველ ადამიანშია მზე - ოღონდ მიეცით მას საშუალება, რომ ანათოს.
Socrates
https://en.wikipedia.org/wiki/Socrates
სოკრატეს უხიაგი მეუღლის – ქსანტიპას შესახებ…
http://genia.ge/?p=17281
სოკრატეს სასამართლო პროცესი
https://www.myadvokat.ge/ka/blog/7599...
Socrates: Biography of a Great Thinker
• Socrates: Biography of a Great Thinker