"პიკის საათი" 15.02.17 „ეკოაზროვნება - ვისწავლოთ ბუნებისგან“

15.02.2017 21:49

16 თებერვალს 17:00 საათზე გოეთეს ინსტიტუტში გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლის ფარგლებში გაიხსნება დიდი ინტერაქტიული გამოფენა სახელწოდებით „ეკოაზროვნება - ვისწავლოთ ბუნებისგან“, რომელიც გერმანიიდან საქართველოში პირველად ჩამოვიდა და ბუნების სტიქიებთან ერთად გარემოს დაცვით საკითხებს აერთიანებს. გადაცემის სტუმრები: გერლინდე მასუდი - საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; ქეთი ტიბუა - გოეთეს ინსტიტუტის განათლების სფეროში ურთიერთ თანამშრომლობის განყოფილების ასისტენტი; ფატი რამიშვილი - გოეთეს ინსტიტუტის პედაგოგი. სატელეფონო ჩართვია: მე - 20 საჯარო სკოლის პედაგოგი ია ხაჩიძე. გადაცემის წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი გადაცემის პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გაზიარება: