"პიკის საათი" 15.02.17 „ეკოაზროვნება - ვისწავლოთ ბუნებისგან“

02/15/2017
Georgian Public Radio-ის მიერ

16 თებერვალს 17:00 საათზე გოეთეს ინსტიტუტში გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლის ფარგლებში გაიხსნება დიდი ინტერაქტიული გამოფენა სახელწოდებით „ეკოაზროვნება - ვისწავლოთ ბუნებისგან“, რომელიც გერმანიიდან საქართველოში პირველად ჩამოვიდა და ბუნების სტიქიებთან ერთად გარემოს დაცვით საკითხებს აერთიანებს.

გადაცემის სტუმრები: გერლინდე მასუდი - საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; ქეთი ტიბუა - გოეთეს ინსტიტუტის განათლების სფეროში ურთიერთ თანამშრომლობის განყოფილების ასისტენტი; ფატი რამიშვილი - გოეთეს ინსტიტუტის პედაგოგი.

სატელეფონო ჩართვია: მე - 20 საჯარო სკოლის პედაგოგი ია ხაჩიძე.

გადაცემის წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი
გადაცემის პროდიუსერი: ეკა ტალახაძე