ბინების გადაცემა სამხედრო მოსამსახურეებისთვის

სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის პროცესი ვარკეთილის შემდეგ, ქალაქ გორში გაგრძელდა. 128 ჯარისკაცმა ახალი საცხოვრებელი მიიღო. ფართების განაწილება კენჭისყრით მოხდა. ბინები თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადაეცათ. კორპუსებთან მოეწყო შშმ პირებისთვის ადაპტირებული პანდუსები, მიმდებარე ტერიტორია მოასფალტებულია. ახალმოსახლეობა სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მიულოცეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები