პოლკოვნიკი, რადა-ს მე-8 მოწვევის დეპუტატი ანდრეი ტეტერუკი გადაცემაში „იმედი LIVE“

12.12.2021 21:07

▪„უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს იმ ადამიანების მიმართ, ვინც კანონს არღვევს - მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის უკანონო კვეთა უკრაინელებმა ძალიან ცუდად აღიქვეს“ ▪„კურჩენკომ კაპიტალი იანუკოვიჩის დახმარებით, უკრაინელების ძარცვით დააგროვა - ყველაზე მიუღებელი ისაა, რომ ეს ადამიანები თანხას უხდიდნენ მათ, ვისაც ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურდათ“ ▪„მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის საკუთარ თავზე შეყვარებული ეგოისტის თვისებებს ავლენდა“ ▪„თუ კანონი დაარღვიე, პასუხი უნდა აგო - ცდილობს თავი აარიდოს ბრალდებას უკრაინაში, პარაზიტობის ყოფილი გამოცდილება ეხმარებოდა, პასუხისმგებლობისთვის თავი აერიდებინა“ ▪„როცა მიხეილ სააკაშვილი ოდესის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდა, სატელევიზიო ეთერს დასდევდა და კამერების წინ თამაშობდა, მოსახლეობის საჭიროებები არც ადარდებდა - ამან უკრაინა პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა“ ▪„უკრაინაში 26 ათასამდეა ისეთი ოფისების რაოდენობა, როგორსაც ის ხელმძღვანელობს და რის გამოც საკუთარი თავი სერიოზული დამსახურების მქონედ მიაჩნია“ ▪უკრაინის ეროვნული გმირი, პოლკოვნიკი, რადა-ს მე-8 მოწვევის დეპუტატი ანდრეი ტეტერუკი გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial   © Teleimedi LLC 2021

გაზიარება: