პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სირცხვილიას სამი აქტივისტი

09.11.2020 01:25

▪️ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სირცხვილიას სამი აქტივისტი - ლექსო მაჭავარიანი, ნოდარ რუხაძე და გიორგი მჟავანაძე დაააკვეს. მათ პარლამენტთან შეშის მიტანა სურდათ, რაშიც პოლიცია ხელს უშლიდა, შემდეგ კი ისინი დააკავა. პოლიციის წარმომადგენლის, ვაჟა სირაძის მტკიცებით, მაჭავარიანი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და მათ შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე ახსნით, არსებობს შემთხვევები, როცა შეშას პოლიციის წინააღმდეგ იყენებენ და ამ შემთხვევაშიც სწორედ ამ მიზნით არ მისცეს მათ პარლამენტთან შეშის მიტანის უფლება. #TVFormula #FormulaNews #ფორმულა

გაზიარება: