მეწყერი ხელვაჩაურში

უხვი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა რამდენიმე ლოკაციაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ჩაიკეტა სოფელ აგარაში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახთან მისასვლელი გზა. სოფელ თხილნარში მიწის მასა ფარტენაძეების საცხოვრებელ სახლთან ჩამოიშალა და შენობის  საძირკველი დააზიანა. საავტომობილო გზებზე ჩამოწვა მეწყერი სოფელ კირნათში, აგარასა და ერგეში. დაზიანდა ელექტროსადენები. ხელვაჩაურის მერიაში არ გამორიცხავენ, რამდენიმე ოჯახის გასახლებას. შემთხვევის ადგილებზე მობილიზებულია ხელვაჩაურის მერიისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის 20 ერთეული ტექნიკა. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები