3
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. ალენ ბერსეს განცხადებით, მთავრობისგან საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების გათავისუფლებისა და ასევე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსის შეცვლის დაპირება მიიღო. ამასთან, ბერსეს თქმით, პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს და საქართველოში ყველა ძალა ვალდებულია, ჩაერთოს დიალოგში. პრესკონფერენციის დასაწყისში ევროპის საბჭოს გენმდივანმა განაცხადა, რომ საქართველოში არ ჩამოსულა არჩევნების ლეგიტიმაციისთვის. „საქართველოსთვის კრიტიკული დროა. საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით. მე აქ უპირველესად იმისთვის ვარ, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს და მის მოსახლეობას,"- განაცხადა ალენ ბერსმა. ასევე, როგორც ბერსემ აღნიშნა, მან მიმართა სახელმწიფო უწყებებს, არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავონ და სწრაფი გამოძიება უზრუნველყონ. მანანა დევაძე პრესკონფერენციის დეტალებით პირდაპირ ეთერში #მოამბე ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
ულამაზესი სიმღერა J. Skanadze - Shen gekutvnis guli chemi...
ქართული მუსიკის საუკეთესო საიტი Georgian music
აქტუალური თემა: გონორეა
დისტანციური კლინიკა ,,ბაბა\"
ევროპის დღე 2023 - მთავრობის მიერ ორგანიზებული ევროპის დღეებ...
TV IMEDI
#მოამბე 18 საათზე, პირველი ივლისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პირველი ქართული ეკომეგობრული USB კაბელი „ტენე“ წლის ბოლოდან...
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
გიორგი ვაშაძე - ეს არის ტოტალური ქოციანობა
ტვ პირველი • TV Pirveli
უმაგრესი კლიპი, არ ჩაუაროთ შრომა წყალში, უბრალოდ გააზიარეთ :...
New Videos / Subscribe
ზალკალიანის ვიზიტი ჟენევაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster