ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ,
აქედან ყველაფერს ვიოცებ,
მაგ ცრემლებს,სულ სხვა გზით მივყავარ,
ილოცე,უბრალოდ ილოცე.
იცი,აქ რამდენი მადლია,
მირონის სურნელი დაგათრობს,
აქ, მხოლოდ გალობით დადიან,
წმიდანთა თვალები გაგათბობს.
ნუ ტირი,კალთას ნუ მისველებ,
ანგელოზს გული არ ატკინო,
ცოდვების ტვირთისგან ვისვენებ,
არ გინდა,სხვებიც არ ატირო.
დღეს მხოლოდ სანთლები დამინთე,
სინათლეს უფალთან მივყავარ,
სავალი ლოცვებით გამითბე,
ნუ ტირი,თუ მართლა გიყვარვარ...
/ ნანა მეფარიშვილი /
https://m.facebook.com/ხატია-კუტივაძე...
აქედან ყველაფერს ვიოცებ,
მაგ ცრემლებს,სულ სხვა გზით მივყავარ,
ილოცე,უბრალოდ ილოცე.
იცი,აქ რამდენი მადლია,
მირონის სურნელი დაგათრობს,
აქ, მხოლოდ გალობით დადიან,
წმიდანთა თვალები გაგათბობს.
ნუ ტირი,კალთას ნუ მისველებ,
ანგელოზს გული არ ატკინო,
ცოდვების ტვირთისგან ვისვენებ,
არ გინდა,სხვებიც არ ატირო.
დღეს მხოლოდ სანთლები დამინთე,
სინათლეს უფალთან მივყავარ,
სავალი ლოცვებით გამითბე,
ნუ ტირი,თუ მართლა გიყვარვარ...
/ ნანა მეფარიშვილი /
https://m.facebook.com/ხატია-კუტივაძე...