AVELUM - აწმყოში დაბრუნება - მართლის მადიდებლობაა...

06/22/2020
AVELUM - Jemal Abuladze-ის მიერ

არსებობს დიდებული სიწყნარე,
მდუმარება,საიდანაც წარმოიშობა
ყველა - ყოველი...
არ არსებობს არავინ და არაფერი,
აბსოლუტურად არაფერი რაც
ღვთიური არაა!
და ამიტომაც ყოველივე ღვთიურის
დაყოფა სხვა და სხვა რელიგიებად,
იდეოლოგიებად,მისი შეკვეცვა
წყვეტილი შთაგონების სიგრძემდე-
თვით ღმერთის დაყოფაა და სხვა
არაფერია თუ არა კერპთაყვანისმცემლობა!
ნამდვილი სიცრუე კი იმაში მდგომარეობს,
რომ არცერთ რელიგიასა თუ იდეოლოგიაში
ეს არ მოიხსენიება როგორც კერპთაყვანისმცემლობა,
არამედ გადმოიცემა და ისწავლება როგორც
ღვთისკენ მიმავალი გზა.ღმერთისკენ
მიმავალი ყველა გზა კი ნიშნავს რომ
ღმერთი აქ არაა,ანუ ჯერ არ არის აქ
და ესაა თავად ღმერთის არ აღიარება,
ღმერთისა,რომელიც ამ წამს და ნებისმიერ
დროს - ყოველთვის თქვენს წინაშეა!

#AVELUM#JemalAbuladze#ჯემალაბულაძე