Flow B - ნაცნობი გზები

02/14/2022
Flow B-ის მიერ

artists: Achi \u0026 Gogla

https://www.instagram.com/archil_adam...
  / vaxo.gogoladze.94  

Recording / Mixing- Flow B (Achi)
Photo - Giorgi Tsaava

Lyrics:

Achi:
მინდა გაჩვენო შეხედულება ჩემი
არ ვიქნები MC მხოლოდ
სხვისი დისით რომ სულდგმულობს
დაეწიე აზრით სწრაფით
მარა ზოგჯერ ნელით
გაანათე კი ნუ გაიცინებ სხვისი ბნელით.
პერსონაჟებში ნაპოვნი ხასიათის თვისებებს
არ ეძებ და პოულობ ხალხში ბევრ ფარისეველს
ეს რომ ბოლო დღე იყოს ბრე რას იზამდი ისე დღეს?
თუ ოდესმე გიფიქრია, ნახავდი შენს თვისებებს.
როცა სხვის სენს ხმამაღლა გმობენ,
იგივე სჭირთ მათ, თავადაც ფლობენ
ისე, ისე არ ახმაურდებოდნენ,
სხვის ძრახვაში ჩვენ დავიფარებოდეთ
- ფიქრობენ
მასები ასე დასჩვევიათ ქცევა,
მარა ჩემი კუთხე მათ ნაკადში არ ექცევა
ჩემი ხალხი ადათს წესს არ გადაცდება
სტუმართმოყვარეობით კვლავ ბევრი გაოცდება.
მის:
ნაცნობი გზები გავიარე
ბაღდათის ქუჩები შემოვიარე
ყველა უბანი დავიარე
ავიარ ჩამოვიარე. (2X)
Gogla:
თავიდან ითქვა სიტყვა საქციელი ჩემი მხრიდან
მოზომილად მშვიდად ჩემს ქალაქში მივდივარ,
აქ ჩამოსვლისას უკან წასვლა აღარ გინდა
ამ ქუჩებიდან თავაწეული მოვდივარ
მე. უბნიდან უბნებზე გადასვლისას
ყველა გეტყვის - ბაჩუ დახმარება ხომ არ გინდა?
აქ გვერდში დგომას ძმაკაცობა კიარ უნდა
აქ გვერდში დგომით ბაღდათი დაგათრობდა.
შენ ნუ ბაზრობ ჩუმად ჩემს ქალაქზე!
თუ წასვლა გინდა წადი აქ არავინ დაგსდევს დღეს
ბევრი ვერ გაკეთდება მასე,
ან თუ გაკეთდება ტყუილად ნუ იბაზრებ.
ჰო ასე გადიან წლები,
შემოვიარე მთელი ეს გზები
ბაღდათის ზეცა ტკბილი და წრფელი
თუ გემოს იგრძნობ მას ვერ შეელევი.
ყოველ ქუჩას, ყოველ უბანს,
დაგახვედრებენ გაწყობილ სუფრას
ეს ბაღდათია ძმაო,
პატივი ეცი აქ ყველა უბანს.
მის:
ნაცნობი გზები გავიარე
ბაღდათის ქუჩები შემოვიარე
ყველა უბანი დავიარე
ავი არ ჩამოვიარე. (2X)

ვიდეოები „Flow B"-ისგან