Georgian Mountain Infantry Brigade During "War Game" | MOD of Georgia
სწავლება ზღვის დონიდან 3365 მეტრზე საქართველოს შეიარაღებული ძალების საჩხერის სამთო სკოლის ინსტრუქტორებმა და სწრაფი რეაგირების ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა "მაღალ მთაში ექსპერიმენტალური სროლების კურსი" დაასრულეს. წვრთნები 9 იანვარს დაიწყო და 2 კვირის განმავლობაში ახალქალაქში, აბულის პოლიგონზე მიმდინარეობდა. სწავლების მთავარ მიზანს მაღალმთიან რელიეფზე, რთული კლიმატური პირობების დროს საშტატო იარაღებიდან სროლის უნარ-ჩვევების დახვეწა წარმოადგენდა. კურსის ფარგლებში მსმენელებმა სხვადასხვა მანძილის სამიზნეებზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან M-4 (100-200-300 მეტრზე), ხელის ტყვიამფრქვევიდან "ნეგევი" (500 მეტრზე), და სნაიპერული შაშხანიდან "მაკმილანი" (500-1300 მეტრზე) საბრძოლო და საკვალიფიკაციო სროლები განახორციელეს. სწავლების განმავლობაში დავალებები ეტაპობრივად რთულდებოდა. საბრძოლო სროლები ზღვის დონიდან 2200 მეტრზე დაიწყო და 3200 მეტრზე დასრულდა. 2 კვირის განმავლობაში მსმენელებმა სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებთან ერთად მაღალ მთაში თოვლის საფარზე გადაადგილების ტექნიკაც დახვეწეს. სწავლების დასკვნით ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებმა ზღვის დონიდან 3365 მეტრზე მდებარე მწვერვალი აბული დალაშქრეს და საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს. http://www.mod.gov.ge
NATIONALGEOWULF CHANNEL-ის სხვა ვიდეოები
მიწისძვრა 07.05.2012 ( 08:40:30 ) | რუსთავი 2 სტუდ...
04:23
სპარსი გოგონას ცეკვა _ Persian Girl's Dance
03:08
იბერეთი - ქალავ სიცოცხლე
03:08
გამარჯვება მშვიდობისთვის
02:01
სსიპ „დელტა" | Enterprise of "Delta"
01:37
The Knight in the Tiger's Skin | Official Trailer...
03:36
მეოთხე ქვეითი ბრიგადა სამაჩაბლოში