ამ ბოლო დროს საქართველოში ისეთი ამბები ხდება, ადამიანი შეიძლება, გაგიჟდე 25/04/2021 #drpkhakadze


გიორგი ფხაკაძე #drpkhakadze ✅დღეს განსაკუთრებული დღეა, ბზობას გილოცავთ. ჩემთვის აღდგომა განსაკუთრებული დღესასწაულია. მიყვარს, რომ ამ დღეს მოვინახულებთ ხოლმე წინაპრებს, პატივს მივაგებთ, გავიხსენებთ.
✅ამ ბოლო დროს იმდენი კარგი და ცუდი ამბავი ხდება ერთდროულად, რომ რა ვიცი. საქართველოში ისეთი ამბები ხდება, ადამიანი შეიძლება, გაგიჟდე. ტელევიზორს რომ ჩართავ, გული გაგისკდება, ფეისბუქზე რომ შემოხვალ - გული წაგივა. მე მგონი, ნარკოზის გარეშე შეიძლება, ადამიანი გათიშო საქართველოს ამბებით.
✅მთელ მსოფლიოში ძალიან დაძაბული სიტუაციაა, მაგრამ საქართველოში - განსაკუთრებით. ნეგატივს აქვს თვისება - ნეგატივს ყოველთვის მოაქვს მეორე ნეგატივი, მეორეს მესამე და ა.შ. აი, მთიდან რომ ზვავი წამოვა, ზუსტად ასეთი მექანიზმია.
✅რომ დაფიქრდე, მართლა როგორ შეიძლება, ამდენი პრობლემა იყოს კონცენტრირებული გეოგრაფიულად ასეთ პატარა ადგილას, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, მაგრამ ეს რეალობაა. თუმცა დღეს ვილაპარაკოთ მხოლოდ კარგზე.
✅კარგი ამბებიც გვაქვს, მოდი, დღეს მხოლოდ კარგზე გავაკეთოთ კონცენტრაცია. მაგრამ ერთ რამეზე შევთანხმდეთ - სიმართლე არის სიმართლე. როცა მე ვამბობ სიმართლეს, ეს ნეგატიური არ არის, ეს არის სიმართლე.
✅რაც შეეხება საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივას, პროცესი მიდის ძალიან კარგად - 30-მდე სამედიცინო დაწესებულება გადის აკრედიტაციას. ერთი სტომატოლოგიური კლინიკა აკრედიტაციის პროცესის გავლას, ალბათ, უკვე მომავალ კვირას დაასრულებს;
✅კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თითოეულ იმ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ფიქრობს, რომ ჯანდაცვაში ხარისხი არის უმთავრესი. ჩვენ გვჭირდება არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი ჯანდაცვა; დაგვემატა რამდენიმე საავადმყოფო და ახლო მომავალში თქვენ გექნებათ საშუალება, აირჩიოთ კარგი და ძალიან კარგი სამედიცინო დაწესებულებები;
✅მე დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი ორგანიზაცია შემოგვიერთდება აკრედიტაციის პროცესში და 2-3 დღეში თქვენთვის უფრო კარგი ამბები მექნება;
✅ჩვენ ასევე დავიწყეთ უწყვეტი სამედიცინო განათლების დამოუკიდებელი პროცესი, რომ რაც შეიძლება, გაფართოვდეს ქვეყანაში უწყვეტი სამედიცინო განათლების წრე. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ორშაბათს უკვე სიახლეებს გეტყვით;
✅ვიფიქროთ კარგზე, ვიფიქროთ მომავალზე და იმაზე, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს და როგორ წავიდეთ წინ.
✅ერთმანეთთან ჭიდილით, ბრაზით, მწარე სიტყვებით არაფერი შეიცვლება. სიკეთე აკეთებს სიკეთეს. სითბო შობს უფრო მეტ სითბოს. სიბოროტე და დეპრესია კი დამატებით პრობლემებს ქმნის.
✅ყველაფერი იქნება კარგად. მე მაგის მჯერა. სირთულეები, გამოწვევები იქნება, მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით ერთად, ყველაფრის დაძლევა შესაძლებელია;
✅არ დაგავიწყდეთ - ორმეტრიანი დისტანცია, სამედიცინო პირბადე, ხელების დაბანა საპნით ან დამუშავება სპირტიანი ხსნარით. შეეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლებად შეიკრიბოთ იქ, სადაც ბევრი ხალხია. იარეთ სუფთა ჰაერზე, იარეთ იქ, სადაც არ არის ბევრი ხალხი ან საერთოდაც არავინ არ არის.
✅დეპრესიის წინააღმდეგ ყველაზე კარგი წამალი არის სუფთა ჰაერი და სიმშვიდის ძიება. ღმერთმა საქართველოს საოცარი ბუნება უბოძა, ბევრი ტყე, მდინარე, ტბები. ბუნება გვაქვს სასწაული - გადით ბუნებაში, ეკონტაქტეთ ბუნებას, ეს თქვენ დაგეხმარებათ, აიწიოთ იმუნიტეტი და გაიუმჯობესოთ მენტალური ჯანმრთელობა. ბუნება საუკეთესო წამალია;
✅და ბოლოს, ძალიან გთხოვთ, ნუ აყვებით ამ უაზრო რეკლამებს ვიტამინების, სუპლიმენტების და საკვები დანამატების მიღების შესახებ - ეს ყველაფერი არის ბლეფი.
✅ასევე პრე და პოსტ ვაქცინაციის ტესტების და გამოკვლევების გაკეთებას რომ გთავაზობენ, იმ ხალხს ნუ დაუჯერებთ. ეს საჭირო არ არის. სამედიცინო სფეროში ზოგიერთები ძალიან უსინდისოდ აკეთებენ ფულს. ტესტები არის საჭირო მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მკაცრ სამედიცინო ჩვენებაზე დაყრდნობით. ექიმის დანიშნულების გარეშე არანაირი ტესტი არ გაიკეთოთ.
✅შეიძინეთ იაფიანი სამედიცინო პირბადეები აფთიაქებში, მიირთვით ხილი და ბოსტნეული, იარეთ სუფთა ჰაერზე , ეს არის საუკეთესო წამალი დეპრესიის წინააღმდეგ და იმუნიტეტის ასაწევად. დაეხმარეთ თქვენს იმუნიტეტს. გთხოვთ, ეს ძალიან საჭიროა.
✅შეეცადეთ, გააკეთოთ დღეში ერთი სიკეთე მაინც. არ არსებობს პატარა და დიდი სიკეთე. გააკეთეთ სიკეთე. ამას თქვენ სხვას კი არა, საკუთარ თავს უკეთებთ....რაც უფრო მეტ სიკეთეს გააკეთებთ, სამყაროსგან იმდენივე სიკეთე დაგიბრუნდებათ...
ჯანმრთელობას გისურვებთ...მიყვარხართ...

✅ჯანმრთელობას გისურვებთ…
#drpkhakadze Dr Giorgi Pkhakadze
✅გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე    / giorgipkhakadze

ვიდეოები „გიორგი ფხაკაძე #drpkhakadze"-ისგან