სოკარის ოინები საქართველოში. სოკარი თხრის, თელასი მოქალაქეების ნერვებზე 'კაიფობს'! PKTV
თბილისში, ქიზიყის ქუჩაზე, ე.წ. 'პეპელასთან', მდებარეობს შპს 'სოკარის' ვეებერთელა შენობა, რომლის თანამშრომლებიც ყოველდღე რაღაცას თხრიან , თხრიან და დენის კაბელებს აზიანებენ. ეს კაბელი კი მთლიანად ქიზიყის ქუჩის მოსახლეობას ელექტროენერგიით ამარაგებს. მაგრამ სოკარი რის სოკარია, ფულით რომ ყველა და ყველაფერი არ იყიდოს? ჰოდა, ასეც იქცევა - არასუფთა საწვავით აშენებული ბიზნესით საქართველოში, ახლა საქართველოს მოსახლეობის ნერვებზე თამაშობს და თითქოს ბატონად დასვაო ვიღაცამ, ისე იქცევა საქართველოში, როგორც მოესურვება და არად დაგიდევს მოსახლეობის პრობლემებს... სოკარს ამ ბატონ-ყმობაში თელასის ცხელი ხაზიც ეხმარება: რამდენიც გინდა, რეკე ტელეფონზე - ცხელის ხაზის ოპერატორები ერთ ნერვსაც არ აიშლიან: ჩაგირთავენ უაზრო მუსიკას და ელოდე... ელოდე თუნდაც მთელი დღე - არ გიპასუხებენ. მაგრამ გადასახადს ითხოვენ... შენ კი, თუნდაც მთელი დღეს იჯექი სიბნელეში, თელასს ქართული მოსახლეობა არ აღელვებს, მთავარია, სოკარს არ შეეხოს უშუქობა. სოკარის ტრაქტორს მოფრთხილება სჭირდება, თბილისის მოსახლეობა კი, სულ 'ფეხებზე ჰკიდიათ'... ტელეკომპანია PKTV თავად არაერთგზის აღმოჩნდა სოკარისა და თელასის დაუდევრობის მსხვერპლი. და ერთ-ერთი ასეთი დაუდევრობის დღეს, როცა 2017 წლის 12 აპრილს სოკარი ისევ თხრიდა ქიზიყის ქუჩაზე 'თავის' ტერიტორიაზე, ისევ კაბელების გადაჭრა მოყვა, მერე ისევ თელასის დაუდევრობა და... ბოლოს კი, როცა დენი მაღალი ძაბვის ბოძიდან თელასის ტექნიკურმა ჯგუფმა ჩართო, ტელეკომპანია PKTV-ში აპარატურა გადაიწვა... ტელეკომპანია PKTV აღნიშნულ მატერიალურ ზარალთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას აკისრებს შპს სოკარსა და მატერიალურ ზარალთან ერთად, მორალური ზიანის ანაზღაურებასაც მოითხოვს მისგან. ჩვენ ადგილზე გავედით სიუჟეტის მომზადებისთვის. გთავაზობთ რეპორტაჟს ქიზიყის ქუჩიდან, რომელიც მოამზადეს მარიამ შეროზიამ, თემურ ლაგვილავამ,. გიგა მაისურაძემ, ნიკა მწარიაშვილმა 2017 წლის 12 აპრილი დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: (+995) 577 40 83 82, 592 777 311 ფეისბუქგვერდზე: PKTV, ან pres-cavcasia.ge, ქეთი სესიაშვილის ჟურნალისტური გამოძიების ცენტრი. გვიყურეთ ჩვენ - ტელეკომპანია PKTV (silktv251-ე არხი; CTV1; მაგთიკომზე -კავკასუსზე-151-ე arxi; , myvideo.ge, youtube.com, tvbox; PKTV.GE) არ მოგატყუებთ! სულ მალე ჩვენი ტელევიზია კიდევ სხვა პროვაიდერებით გაიშვება, ასე რომ, გვიყურეთ ჩვენ!
PK TV2-ის სხვა ვიდეოები
მე-2 ნაწ. 1992 წლის მიტინგების დარბევები; 'იბერია...
წმიდანთა სასწაულები ჩვენს ცხოვრებაში, PKTV იხსენებ...
ქარდავები ჯვარის ბატალიონიდან : პრეზიდენტ გამსახუ...
PKTV- ს დოკუმენტური ფილმი "შეხვედრა მუჟავაში ჯვარ...
მე- 2 ნაწ: ექსკლუზივი ზ. გამსახურდიასა და პუტჩზე,...
1-ლი ნაწ: ექსკლუზივი ზ. გამსახურდიასა და პუტჩზე, ლ...
1-ლი ბლოკი: ბრინჯაოში გაცოცხლებული უკვდავება - პრე...
#1 ფეხზე ადექით, სასამართლო მოდის! ვინ არის დამნაშ...
მსგავსი ვიდეოები
სოკარის რეკლამის გადაღება რუსთავში
info rustavi
გაატარე
Socar Georgia Petroleum
სოკარის დაღვრილი საწვავი
netgazeti ge
სოკარის მე-7 კომბინირებული ავტო-გაზგასამართი სადგური გლდანში...
SOCAR Georgia
"სოკარის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლიკა...
Radio Commersant FM95.5
სოკარის მე-7 კომბინირებული ავტო-გაზგასამართი სადგური გახსნა...
SOCAR Georgia
სოკარის აგს ბათუმში / რუსთავი 2 / 13,04,2014
SOCAR Georgia
სოკარის გეგმიური შემოწმება
Kutaisi Post