ესიზმრებათ თუ არა დრუიდებს ელექტრონული ფული

09/25/2022
Litagora-ის მიერ

ახალი ვიდეოების მათ განთავსებისთანავე სანახავად გამოიწერეთ ლიტაგორას არხი, შემდეგ კი დააჭირეთ ზარის ღილაკს.

ფული - სასაქონლო ურთიერთობის ერთეული და მისი მომოძრავებელია, ის ხელიდან ხელში გადადის, იცვლის პატრონს, რომელიც ამავდროულად იშვიათადაა მისი მფლობელი.
ბაზარი ჩვენს ირგვლივაა, სრული გასაქონლების პირობებში შეუძლებელია წარმოიდგინო სხვა სამყარო.
ეს სოციალური კონსტრუქტი ბუნებრივ მდგომარეობად გვეჩვენება. რთული დასაჯერებელია რომ სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობები ოდესღაც სხვაგვარად არსებობდა ან იარსებებს. გათენებიდან დაბინდებამდე და მის მერეც, ურთიერთობა სასაქონლო ერთეულების ცვლამდეა დაყვანილი, გასაგნებულია ის არამატერიალურიც რაც შეიძლება ერთმანეთს გრძნობის სახით გავუზიაროთ.
ჩვენი დრო საბაზრო ურთიერთობის ჩარჩოებშია მოქცეული, ჩვენი მოცალეობა ჩვენ არ გვეკუთვნის. საათის ცნება, რომელიც სამოც წუთს მოიცავს, მე-13 საუკუნეში მოიფიქრეს - დღეს ეს მიგნება სამუშაო ძალის უკეთ ორგანიზებასა და მაქსიმალური სასაქონლო მოგებისკენაა მიმართული. არც ეს მოგებაა ჩვენი. მშრომელს შეუძლია მაღაზიაში შესვლა და ფულით სხვა საქონლის შეძენა, იმ საქონლის რომელიც მის მსგავსმა მშრომელებმა პეკინიდან კიტომდე შექმნეს.
ბაზარი რომელიც საზღვრებს არ ცნობს ყოველი დასაქმებულის ხარჯზე დახლებს ნაირნაირი საქონლით ავსებს და ჩვენთვის ჩვეულ სამყაროს ქმნის. სუპერმაკეტში შესულები იშვიათად ვფიქრობთ, რომ ყოველი პროდუქტის და ნივთის უკან ვიღაცის დრო და ენერგია დგას. ამ დროსა და ენერგიაში ვიხდით ფულს, რომელიც ჩვენი დროის და ენერგიის ექვივალენტში არასდროს ითარგმნება. ეს ფული სრულად არც იმ დახარჯული დროის და ენერგიის ინდივიდს მისდის. ამ სხვაობას ყოველთვის სხვა ეუფლება, ის სხვა ვის ხელშიც წარმოების და საბაზრო ინფრასქტრუქტურის რესურსია. თუმცა, ეს რესურსი არაფერია თუ მას ცოცხალი სამუშაო ძალა ახალ სასაქონლო ერთეულად და შესაბამისად მისი მფლობელისთვის მოგების წყაროდ არ გარდაქმნის.
ფული - სასაქონლო ურთიერთობის ერთეული და მისი მომოძრავებელია, ის ხელიდან ხელში გადადის, იცვლის პატრონს, რომელიც ამავდროულად იშვიათადაა მისი მფლობელი.

კამერა, მონტაჟი და ტექსტი: დათო ლობჟანიძე
ტექსტს კითხულობდა და Thumbnail: სალომე ლეჟავა
მუსიკა:
Bail Bonds - Summer Solstice on the June Plan
Bail Bonds - I Feel It All So Deeply
Bail Bonds - Chasing Down a Vision
DivKid - Polymetric Juggling
French Fuse - Target Fuse
DivKid - Rinse Repeat

მადლობა გასული თვის ლიტაგორას ყველა მხარდამჭერს:
ალექსანდრე პერტაიას
ლუკა ღუდუშაურს
ლევან ჯაფარიძეს
დარიუს ვალას
გიორგი ლობჟანიძეს
სანდრო კომლაძეს
თამუნა ქებურიას
გიორგი ცინცაძეს
მაგდა გურგენაძეს
გელა ვადაჭკორიას
ამირან რამიშვილს
ქეთო ყიფიანს
თორნიკე ბრაჭულს
ლაშა ურუშაძეს
ნიკა სვანიძეს

---------------------------------------
მეგობრებო,
გვჯერა, რომ ყოველი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს განაპირობებს დაფინანსების წყარო რომელიც ასეთ ორგანიზაციას ასაზრდოებს. პოლიტიკური და კორპორაციული გავლენის თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ შევქმნათ დამოუკიდებელი მედია, რომლის მიღწევა უშუალოდ აუდიტორიის დახმარების მეშვეობით არის შესაძლებელი.
თუ გსურთ გახდეთ ლიტაგორას შემომწირველი და ხელი შეგვიწყოთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და ისეთი მასალების შექმნაში რომლებიც დაცული იქნება პოლიტიკური და კორპორაციული გავლენებისგან, დახმარების გაწევა დონაციის საშუალებით შეგიძლია (ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებზე).
ამავდროულად, ლიტაგორას მასალები იყო და რჩება ხელმისაწვდომი და უფასო ყველასათვის.

საქართველოს ბანკი:
GE29BG0000000538341364

თიბისი:
GE19TB7351736080100015

მიმღები: ააიპ ლიტაგორა
დანიშნულება: დონაცია

Facebook
https://www.facebook.com/litagora/
Instagram
https://www.instagram.com/litagoramag...
Web
https://litagora.ge/

ვიდეოები „Litagora"-ისგან