Facebook: ► https://www.facebook.com/Lelaninua18?...
იმ დღეს...
იმ დღეს საუკუნე ერქვა,
ნელი სიო სხლავდა ტუჩებს,
ვიღაც უღიმღამოდ გვიდა,
ფოთოლჩამოფენილ ქუჩებს.
იმ დღეს გრძელი ღამე ერქვა,
ძილში ვაბოლებდი სათქმელს,
მერე გამეღვიძა გვიან,
სიზმრებს ვუყვებოდი სარკმელს.
ქუჩას ვაყოლებდი მზერას,
ზეცას ევლებოდა სიცხე,
კართან ატუზული იდგა
დროში გაწელილი სივრცე.
იმ დღეს სხვა სახელი ერქვა,
რაღაც გარდასახვის მსგავსი,
დროსაც მარტოობა კლავდა,
ქალაქს მოსდებოდა ხავსი.
ვიღაც სადღეგრძელოს სვამდა,
ძლიერ რომ უყვარდა ქალი,
მერე გადამთვრალა სადღაც
და გზად მიათრევდა ქარი.
იმ დღეს მთვრალი გრძნობა ერქვა,
თვალი რომ გაყიდის სათქმელს,
როცა აღარავის გჯერა,
ჩუმად როცა ანთებ სანთელს.
იმ დღეს ჩემი ფიქრი ერქვა,
ფიქრმა შემიყოლა ტრანსში
და ყრუ ტკივილებმა ტანჯვით,
ლუკმად შეაღწიეს ტანში.
იმ დღეს ცივი გრძნობა ერქვა,
გული არ მტოვებდა მარტო,
აღარ მანაღვლებდა იმ წამს,
ვიღაც რომ მეძებდა სამტროდ.
იმ დღეს აღსარება ერქვა,
ყველას ჩავახედე გულში,
ნებადართულებმა ერთხმად,
დიახ, მეც მიწოდეს მრუში.
იმ დღეს ჩავიკეტე თავში,
არა, არ ვერჩოდი ურჩებს,
მხოლოდ მარტოობა მსურდა,
ნაგავს ვაყოლებდი ქუჩებს.
იმ დღეს დედამიწა ხურდა,
ცრემლით ვუსველებდი თვალებს,
თურმე ტრიალებდა ჩემთვის,
მე კი, სხვას ვუხდიდი ვალებს.
იმ დღეს გულგრილობა ერქვა,
იმ დღეს დაიბადა სხვა ,,მე\" ,
იმ სხვამ მათამაშა წლები,
ვეღარ გავძელი და დავგმე.
იმ დღეს ჯამბაზობა მორჩა,
იმ დღეს გაიბზარა სარკე,
სცენას ჩამოეხა ფარდა,
მაინც ერთგულება ვამკე.
იმ დღეს მოღალატე კვნესდა,
ქრისტეს რომ მიეღო სახე,
მე კი გამყიდველი მერქვა,
რადგან დავუნგრიე მახე.
იმ დღეს დიდი შიში ერქვა,
იმ დღეს დაქორწინდა ღამე,
ის დღე საუკუნედ მეყო
იმ დღეს მარტო დარჩა მთვარე.
იმ დღეს, სიყვარულმა, არა,
მე მზემ ამიყვანა, ცამდე!
იმ დღეს...
იმ დღეს საუკუნე ერქვა,
ნელი სიო სხლავდა ტუჩებს,
ვიღაც უღიმღამოდ გვიდა,
ფოთოლჩამოფენილ ქუჩებს.
იმ დღეს გრძელი ღამე ერქვა,
ძილში ვაბოლებდი სათქმელს,
მერე გამეღვიძა გვიან,
სიზმრებს ვუყვებოდი სარკმელს.
ქუჩას ვაყოლებდი მზერას,
ზეცას ევლებოდა სიცხე,
კართან ატუზული იდგა
დროში გაწელილი სივრცე.
იმ დღეს სხვა სახელი ერქვა,
რაღაც გარდასახვის მსგავსი,
დროსაც მარტოობა კლავდა,
ქალაქს მოსდებოდა ხავსი.
ვიღაც სადღეგრძელოს სვამდა,
ძლიერ რომ უყვარდა ქალი,
მერე გადამთვრალა სადღაც
და გზად მიათრევდა ქარი.
იმ დღეს მთვრალი გრძნობა ერქვა,
თვალი რომ გაყიდის სათქმელს,
როცა აღარავის გჯერა,
ჩუმად როცა ანთებ სანთელს.
იმ დღეს ჩემი ფიქრი ერქვა,
ფიქრმა შემიყოლა ტრანსში
და ყრუ ტკივილებმა ტანჯვით,
ლუკმად შეაღწიეს ტანში.
იმ დღეს ცივი გრძნობა ერქვა,
გული არ მტოვებდა მარტო,
აღარ მანაღვლებდა იმ წამს,
ვიღაც რომ მეძებდა სამტროდ.
იმ დღეს აღსარება ერქვა,
ყველას ჩავახედე გულში,
ნებადართულებმა ერთხმად,
დიახ, მეც მიწოდეს მრუში.
იმ დღეს ჩავიკეტე თავში,
არა, არ ვერჩოდი ურჩებს,
მხოლოდ მარტოობა მსურდა,
ნაგავს ვაყოლებდი ქუჩებს.
იმ დღეს დედამიწა ხურდა,
ცრემლით ვუსველებდი თვალებს,
თურმე ტრიალებდა ჩემთვის,
მე კი, სხვას ვუხდიდი ვალებს.
იმ დღეს გულგრილობა ერქვა,
იმ დღეს დაიბადა სხვა ,,მე\" ,
იმ სხვამ მათამაშა წლები,
ვეღარ გავძელი და დავგმე.
იმ დღეს ჯამბაზობა მორჩა,
იმ დღეს გაიბზარა სარკე,
სცენას ჩამოეხა ფარდა,
მაინც ერთგულება ვამკე.
იმ დღეს მოღალატე კვნესდა,
ქრისტეს რომ მიეღო სახე,
მე კი გამყიდველი მერქვა,
რადგან დავუნგრიე მახე.
იმ დღეს დიდი შიში ერქვა,
იმ დღეს დაქორწინდა ღამე,
ის დღე საუკუნედ მეყო
იმ დღეს მარტო დარჩა მთვარე.
იმ დღეს, სიყვარულმა, არა,
მე მზემ ამიყვანა, ცამდე!