ხარაგაული 11.12.2015 ნაწყვეტები ლიეტუველების კონცერტიდან


/ kharagaulelebi  

ლიტველების დელეგაცია ხარაგაულში 11 დეკემბერი 2015
ბალტიისპირელი სტუმრების ნომრის ემოციური დასასრული.
თეატრალურად დადგმულ ნომერში სტუმრებმა წარმოგვიდგინეს მეგობრული და მხიარული დავა იმის შესახებ, თუ რა მსგავსებაა ლიტვასა და საქართველოს შორის. ისინი ამ ქვეყნებს ხმას აძლევდნენ ხელთათმანებით, ძველი ლიტვური ტრადიციების მიხედვით.
ხელთათმანების დათვლისას აღმოჩნდა, რომ ორივე ქვეყანამ ხმა თანაბრად მიიღო, ხოლო ერთ–ერთმა ახალგაზრდამ ხმა არც ერთს არ მისცა. შეკითხვაზე თუ რატომ მოიქცა ის ასე, ბიჭის პასუხი შემდეგია:
\"ლიტვასა და საქართველოს უამრავი ომი გადაუტანია, ამიტომ ამ ქვეყნებმა იციან მშვიდობის ფასი. მათ გამოიარეს არაერთი მძიმე პერიოდი, ამიტომ ამ ქვეყნების მოქალაქეებმა იციან, რომ მხოლოდ თავისუფლებისათვის მებრძოლები მიაღწევს საწადელს.
ორივე ერს შეუძლია იამაყოს საკუთარი ენით, ისტორიით და ტრადიციებით, იცხოვრონ ბედნიერად და სიყვარულით, შექმნან ოჯახები, გაზარდონ ბავშვები და იფიქრონ თავისი ქვეყნის მომავალზე.\"

ვიდეოები „ხარაგაული და ხარაგაულელები"-ისგან