კაგუია-სამა: სიყვარული ომია: სეზონი 3, ულტრა რომანტიკული - ოფიციალური თრეილერი 2

03/20/2022

აკა აკასაკას 2015 წელს გამოსული მანგის ადაპტაცია კაგუია-სამა, სიყვარული ომია არის სტუდია A-1 Pictures_ის ანიმე. 2019 წელს გამოსული პირველი სეზონიდან გასული 3 წლის შემდგომ, 2022 წლის 9 აპრილის მესამე სეზონსაც ვიხილავთ.
მოკლე აღწერა: შუჩიინის აკადემია, ადგილი სადაც ყველა ნიჭიერი და ნათელი მომავლის მქონე სტუდენტი მიდის. აკადემიის საბჭოს ორ წევრს, კაგუია შინომიას და მიუკი შიროგამეს შეუყვარდათ ერთმანეთი, თუმცა თავიანთი დიდი სიამაყის გამო ვერ ახერხებენ ერთმანეთს გამოუტყდნენ გრძნობებში. ეს ყველაფერი კი გადაიზარდა ომში, თუ ვინ აღიარებს თავის გრძნობებს პირველი.

არ დაგავიწყდეთ ჩვენი facebook გვერდის მოწონება:   / diaryofanime