ქართული ტიხრული მინანქარი
ქართული ტიხრული მინანქარი წარმოადგენს უნიკალურ სამკაულს,რომელსაც არ გააჩნია ანალოგი მსოფლიოში.გამომდინარე იქიდან რომ ერთი და იგივე ნაკეთობის აბსოლუტური იდენტობის შენარჩუნება ორ ეგზემპლარად შეუძლებელია იგი უკვე იძლევა უნიკალურობის გარანტიას!მაღალი ხარისხის და კარგი ფერადოვნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ 15-ზე მეტი ფენის დადებით,ასევე გამოწვის პროცესში საჭირო ტემპერატურის დაცვით,რომელსაც ყოველი ოსტატი ინდივიდუალურად ირჩევს. თავად მინანქრის ფერების ფხვნილის ანუ კრისტალების გამოყენებისას,რომელთა მიღება ხდება ქიმიური დამუშავების შედეგად,მათი გამოწვისა და შემდგომში გადაპრიალება დამუშავების პროცესში აუცილებელია უსაფრთხოების წესების გარკვეული დაცვა.დაახლოვებით 500-ზე მეტი სხვადასხვა ტონალობის ფერები არსებობს.ქართული ტიხრული მინანქარი კეთდება სპილენძზე,ვერცხლზე და ოქროზე.შერჩეული მეტალი წინასწარ სუფთავდება და ეძლევა სასურველი მოყვანილობა,რომელზეც პირველ რიგში დაედება ტიხრები.ტიხარიც ისევე როგორც სამკაულისათვის განკუთვნილი მეტალი კეთდება სპილენძისგან,ვერცხლისგან ან ოქროსგან. ქართველ ოსტატებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი როგორც მინანქრის ასევე სამკაულის განვითარებაში და ღირსეული ადგილი უკავიათ მსოფლიო ოსტატებს შორის! მსოფლიოში ყველაზე უძველესი და ზომით დიდი ტიხრული მინანქრები ქართულია რომელთა ნაწილი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. / enameler
მსგავსი ვიდეოები
ქართული ტიხრული მინანქარი ეთსიზე ! მაღზიები - მათ განხილვა !
Georgia 2 Etsy
ქართული ტიხრული მინანქარი. ნინო ანთილიძე. ნაწილი 1.
vlasi vatsadze Власи Вацадзе
თანამედროვე ქართული ტიხრული მინანაქარი
TV religia
ქართული -ბიზანტიური ტიხრული მინანქარი | საავტორო დოკუმენტური...
Ajara TV
"ხაზის რადიო" 22.01.16 ქართული ტიხროვანი მინანქარი
Georgian Public Radio
Pomegranate -The world inside
Davit Tskhadaia
მალე. წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი. Coming soon. St. Spyridon T...
guro gabashvili
რატომაა უძველესი ქართული ტიხრული მინანქრის ნიმუშები მეტროპოლ...
Tornike Pkhaladze