ლაშა ჯოხაძის ჩვენება 20 აპრილს თბილისის მოდის კვირეულის ფარგლები გაიმართება

04/04/2018
Music Box-ის მიერ

ფეშენისტებმა კარგად იციან, რომ თბილისის მოდის კვირეულის რიგით მე-17 სეზონი 19-დან 22 აპრილის ჩათვლით გაიმართება, თუმცა მათ ვის ყურამდეც ჯერ ეს ამბავი არ მისულა, გეტყვით, რომ დიახ 19 აპრილიდან შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს თბილისის მოდის კვირეული წარმოგვიდგენს მასპინძელი ლოკაცია კი თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი იქნება. თუმცა სანამ ჩვენებებზე გადავიდოდეთ იმასაც გეტყვით, რომ სოლო პროექტს „მედეა ჯაფარიძე - Style icon“ წარმოადგენს , რომელიც თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში ჩატარდება. 20 აპრილს კი ჩვენებებს სხვა ვინ თუ არა ლაშა ჯოხაძე გახსნის. დიზაინერი მოდის მოყვარულებში ყოველთვის იწვევს აღფრთოვანებას და ის ყოველთვის დახვეწილ, ჰაეროვან და გემოვნებიან სამოსს გვთავაზობს. ამჯერად კი როგორც ის თავად გვეუბნება გარკვეულ ექსპერიმენტს ატარებს და თბილისის მოდის კვირეულზე განსვავებულ ლაშა ჯოხაძეს ვიხილავთ.
________________________
Official Site - http://www.musicbox.ge/
MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478
Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia
Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge
#MusicBox #News #სიახლეები

ვიდეოები „Music Box"-ისგან