ზღვისპირა სასტუმროებში ჯავშნების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მხოლოდ ივნისში, მაისთან შედარებით, სასტუმროების მომსახურების ფასები 5.5%-ით არის გაზრდილი. როგორც ზღვისპირა სასტუმროს მენეჯერები საქმიან დილასთან საუბრისას აღნიშნავენ, გასულ წელთან შედარებით, წელს იგივე პერიოდში ნომრებზე ფასები გაზრდილია, რაც ქვეყანაში არსებულმა მაღალმა ინფლაციამ განაპირობა. გაზრდილი ფასების პარალელურად წელს ტურისტების მხრიდან მომატებულია ჯავშნებზე მოთხოვნაც. ამ ყველაფრის პარარელურად კი სასტუმროებისთვის პრობლემად რჩება პროფესიონალი კადრების დეფიციტი.

მსგავსი ვიდეოები