წიგნები მაკულატურის ნაცვლად

14.05.2015 04:36

წიგნის მოყვარულებს აქვთ საშუალება გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა მათთვის სასურველ და საინტერესო წიგნებში, სწორედ ასე მოვიქეცით ჩვენც, GDS TV-ში საგანდებოდ შეგროვილი მაკულატურა გადავცვალეთ წიგნებში. მაკულატურის ჩაბარებისას მიიღებთ ელექტრონულ ”ნერგი ბარათს”, რომელზეც დაგერიცხებათ მაკულატურის ჩაბარებული კილოგრამების შესაბამისი ”ნერგების” ერთეული. (1კგ=1ნერგს) დაგროვილი ნერგები გაძლევთ საშუალებას გაცვალოთ ისინი შესაბამისი საფასურის, პროექტისთვის გამოყოფილ ახალ წიგნებში (წიგნების ფასიც ნერგებში აისახება). მაკულატურის ჩაბარება შეგიძლიათ წერეთლის #116-ში ყოველდღე, (კვირის გარდა) 10:00-დან 18:00 საათამდე სიუჟეტზე იმუშავა ჟურნალისტმა, ზურა მახარაშვილმა 14.05.2015 © GDS TV

გაზიარება: