საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, შს მინისტრის მოადგილემ, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ გამეზარდაშვილმა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინელმა ბათუმში სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის თანამედროვე ნავმისადგომი საზეიმოდ გახსნეს.
თანამედროვე სტანდარტების სტრატეგიული ობიექტი – ახალი ნავმისადგომი, რომელიც აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით აშენდა, მიზნად ისახავს სანაპირო დაცვის შესაძლებლობებისა და ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას. ნავმისადგომი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. სანაპირო დაცვის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ამერიკული მხარის დაფინანსებით განხორციელდა სასაზღვრო პოლიციის საპატრულო კატარღა „P-103“-ის სრული მოდერნიზება, რომელსაც დღევანდელ ღონისძიებაზე მიენიჭა სახელი „ბათუმი“.
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე:
http://goo.gl/Jn7ULO