უკვე რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს. სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, კონფერენცია „ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი“ გაიმართა. კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა და ზვიად გამსახურდიას როლზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიაში ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ.
ვრცლად: http://abkhazia.gov.ge/saministro/MIN...
ვრცლად: http://abkhazia.gov.ge/saministro/MIN...