„საპარტნიორო ფონდის\" მფლობელობაში არსებული მოცვის პლანტაციების შესახებ ზოგიერთ მედია საშუალებაში გაჩენილი კითხვების საპასუხოდ, გთავაზობთ კომპანია „ვანრიკ აგროს“ წლევანდელი მოსავლის აღების ამსახველ ვიდეომასალას. მასალა გადაღებულია ამა წლის აგვისტოში და კარგად ასახავს კომპანია „ვანრიკ აგროში“ „საპარტნიორო ფონდის“ შესვლის შემდეგ პლანტაციებში მიმდინარე სამუშაოების პროცესს.
ვინაიდან, წინა ხელმძღვანელობის მიერ არ ხორცილდებოდა ნარგავების მოვლა-პატრონობა, პლანტაციებში შხამ-ქიმიკატების დროული შეტანა და საფრთხეში იყო ლურჯი მოცვის პლანტაცია, „საპარტნიორო ფონდმა“ მოსავლის გადარჩენის მიზნით, ამა წლის მაისში კომპანიაში დამატებით, მოკლევადიანი ინვესტირება განახორციელა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, მოსავლის აღება და მისი რეალიზაცია.
„საპარტნიორო ფონდის“ ძალისხმევით, კომპანიაში მოხდა შემოსავლების მობილიზება, რომლითაც ნაწილობრივ დაიფარა წინა დირექტორის პერიოდში დაგროვილი სახელფასო დავალიანებები და სრულად ანაზღაურდა კომპანიაში მუდმივად დასაქმებულთა მიმდინარე ხელფასები. კრეფის სეზონზე დამატებით დასაქმდა 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები და სრულად განხორციელდა მათ მიერ გაწეული სამუშაოს ანაზღაურება.
ამასთან, ფონდი ინვესტორის მოზიდვის მიზნით, აქტიურად მუშაობს, რათა კომპანიის საქმიანობა შეუფერხებლად განხორციელდეს.
იხილეთ ვრცლად: http://fund.ge/site/news/462
Facebook : https://www.facebook.com/PartnershipFund
Twitter : https://twitter.com/GeoPartnership
LinkedIN : https://www.linkedin.com/in/partnersh...
Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1726990