გასული წლის ბოლოს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ“ მისი ერთ-ერთი საერთაშორისო საგანმანათლებლო შედარებითი კვლევის “Programme for International Student Assessment“ (PISA) უახლესი, 2018 წლის შედეგები გამოაქვეყნა. პროგრამაში საქართველოც მონაწილეობდა. PISA-ს შედეგების მიხედვით, საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აჩვენა, რასაც საზოგადოებისა და სხვადასხვა აქტორების მხრიდან საკმაოდ უარყოფითი შეფასებები და ქართული საგანმანათლებლო პოლიტიკის კრიტიკა მოჰყვა. კრიტიკოსებს ოპონენტების გამოუჩდნენ და ამ კვლევის მეთოდოლოგიაც დაიწუნეს, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს პოზიციები ერთი ფაქტია, საშუალო განათლება საქართველოში სახარბილოდ არ გამოიყურება. ეს ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ. და ისიც უნდა ვთქვათ და აღვნშნოთ რომ ამ შედეგების ფონზე გვაქვს მაგალითები და გვყავს მოსწავლეები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო შედეგებს დებენ. ბოლო ასეთი ამბავი სულ რაღაც ერთი კვირის წინ იყო, როცა ჟაუტიკოვის მე-16 საერთაშორისო ოლიმპიადაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ოქროს 3, ვერცხლის 5 და ბრინჯაოს 5 მედალი მოიპოვეს. კომაროვის სკოლის გუნდი ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადიდან მესამე საპრიზო ადგილით დაბრუნდა.
#საქმიანები მანანა მანჯგალაძესთან ერთად
#საქმიანები მანანა მანჯგალაძესთან ერთად