პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე


დღეს გაერო-ს გენერალურ ასამბლეას საქართველოს პრემიერი მიმართავს.

გენერალური დებატების მონაწილეთა წინაშე მთავრობის მეთაური საგარეო მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრებს. აქცენტი გაკეთდება სამშვიდობო-სამეზობლო პოლიტიკაზე. მათ შორის, დიდი ალბათობით, იგულისხმება ის მედიაცია და დიალოგის პლატფორმა, რომელსაც საქართველო ორ მეზობელს - სომხეთსა და აზერბაიჯანს სთავაზობს. პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლა ბუნებრივია, ევროინტეგრაციის პროცესს და იმ რეკომენდაციების შესრულების პროცესსაც შეეხება, რომლებიც ევროკომისიამ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუსახა. მიმართვაში პრემიერი სავარაუდოდ ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციასაც შეეხება. გეგმის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა უახლოეს წუთებში უნდა დაიწყოს. მსოფლიო ლიდერთა წინაშე გამოსვლის წინ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ნიუ-იორკში რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან