ფაქტ-მეტრ TV

01.04.2014 00:23

ფაქტ-მეტრი განაგრძობს აქტიურ მოღვაწეობას საზოგადოებისთვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდებისა და პოლიტიკოსთა ანგარიშვალდებულების ზრდის მიმართულებით. ამჯერად, წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პროექტს -- „ფაქტ-მეტრ TV". ფაქტ-მეტრის ამ მორიგი ინოვაციის მეშვეობით, თქვენ ახლა უკვე გაქვთ შესაძლებლობა არამხოლოდ იკითხოთ ჩვენი კვლევები, არამედ იხილოთ ამ კვლევების მიხედვით გაკეთებული მოკლე ტელესიუჟეტები. სტატიების პარალელურად, ფაქტ-მეტრის გუნდი, ამჯერად უკვე რამდენიმეწუთიანი საინტერესო სიუჟეტების მეშვეობით მიაწვდის საზოგადოებას გადამოწმებულ და დაზუსტებულ ინფორმაციას საჯარო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო თემებთან დაკავშირებით.

ფაქტ-მეტრი, ჩვეული პროფესიონალიზმითა და ობიექტურობისა და ნეიტრალურობის დაცვით, ახლა უკვე ტელეფორმატში დაადგენს თქვენთვის სიმართლეს!

ფაქტ-მეტრ TV ბმული: http://factcheck.ge/fctv

გაზიარება:
Mankanebi

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო