შალვა აფციაური
ამ უეცარ სევდას ვანდობ ფურცლებს ჩემსას, შემოდგომაც მყინავს, შენ იწვები ცეცხლში, შენ ვერ იგებ სიტყვებს და ლექსებში ჩემს ხმას, ანგელოზის ტყვე ხარ, მე ეშმაკის ხელში... ხან ათიანს გიწერ, ხან ცხრიანს და ხან ნულს, ყველაფერი უკვე უაზრო წლებს დარჩა, ვიტან გზების მტვერს და მანქანების ხმაურს, ამ ქაოსში შენი მონატრებაც არ ჩანს. ცივი ქარი ქრის და მთებზე თოვლსაც დაყრის, წვიმს ქალაქის თავზე ამ ნოემბრის თვეში, პოეტივით ჩემს გულს ყველაფერი დაღრღნის, შენ ღიმილი გიყვარს და შენ ქარში თმებს შლი... გზა არსაით მიდის, გული შენთან დამრჩა და შენი გზა უკვე ჩემს ნერვებზე გადის, მე მივდივარ ისე, მისამართი არ ჩანს და მიცნობენ როგორც, სულ არა მაქვს დარდი. და ეს არის ისე როგორც ახლა მე ვთქვი, მე წავალ და მერე ვერ გაიგებ ჩემს ხმას... თავს იმართლებ დღესაც ათას მიზეზს მეტყვი, მეცინება გულში თუ შლი ნერვებს ჩემსას. 11.11.2015 კითხულობს - ბექა ხარებავა / @beqmedia
მსგავსი ვიდეოები
შალვა აფციაური - მე ვეღარაფერს ...
შალვა აფციაური
achiko odishvili - nikala papa ანგ:GAGAGE22 GE66BG0000000490...
შალვა აფციაური
Cycling in Tbilisi HD 3 - დაშვება მამკოდიდან 80 km/h
შალვა აფციაური
შალვა აფციაური - მე ისევ ...
შალვა აფციაური
poeziis sagamo,shalva afciauri(შალვა აფციაური)
Giorgi Natsvaladze
შევეცადე ამ ლექსით მეთქვა დღევანდელი რეალობა !
HisHer
აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად - საგანგაშო სტატისტიკა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შალვა
teona mjavanadze