ამ უეცარ სევდას ვანდობ ფურცლებს ჩემსას,
შემოდგომაც მყინავს, შენ იწვები ცეცხლში,
შენ ვერ იგებ სიტყვებს და ლექსებში ჩემს ხმას,
ანგელოზის ტყვე ხარ, მე ეშმაკის ხელში...
ხან ათიანს გიწერ, ხან ცხრიანს და ხან ნულს,
ყველაფერი უკვე უაზრო წლებს დარჩა,
ვიტან გზების მტვერს და მანქანების ხმაურს,
ამ ქაოსში შენი მონატრებაც არ ჩანს.
ცივი ქარი ქრის და მთებზე თოვლსაც დაყრის,
წვიმს ქალაქის თავზე ამ ნოემბრის თვეში,
პოეტივით ჩემს გულს ყველაფერი დაღრღნის,
შენ ღიმილი გიყვარს და შენ ქარში თმებს შლი...
გზა არსაით მიდის, გული შენთან დამრჩა
და შენი გზა უკვე ჩემს ნერვებზე გადის,
მე მივდივარ ისე, მისამართი არ ჩანს
და მიცნობენ როგორც, სულ არა მაქვს დარდი.
და ეს არის ისე როგორც ახლა მე ვთქვი,
მე წავალ და მერე ვერ გაიგებ ჩემს ხმას...
თავს იმართლებ დღესაც ათას მიზეზს მეტყვი,
მეცინება გულში თუ შლი ნერვებს ჩემსას.
11.11.2015
კითხულობს - ბექა ხარებავა
/ @beqmedia