იპოდრომელები მწვანე სივრცისთვის

რა ბედი ელის იპოდრომს?და როგორ შეიძლება გაქრეს ქალაქში სივრცე, რომელიც ერთ-ერთი ის იშვიათი ჯანსაღი სარეკრეაციო ზონაღაა ქალაქში, სადაც მოსახლეობა ყოველდღიურად ახერხებს ბუნებრივი ლანდშაფტის პირობებში ისეირნოს, გაერთოს, დაკავდეს სპორტით? უკანონო მშენებლობას, რომელიც აქ უკვე, ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს, ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებს და სასამართლოში მათ უფლებებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს. მოუსმინეთ ელენე ცერცვაძეს, რომელიც იპოდრომის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორია და მოსახლეობასთან ერთად ცდილობს, გადაარჩინოს თბილისის ცენტრში მდებარე, ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი მწვანე სივრცე.

მსგავსი ვიდეოები