#GITA- ს 150 000 ლარიანი გრანტი 20 სტარტაპმა მოიპოვა

20-მა სტარტაპ კომპანიამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტების პროგრამის ფარგლებში 150 ათას ლარიანი დაფინანსება მოიზიდეს. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული. აღსანიშნია, რომ სააგენტომ 150 ათას ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მიმდინარე წლის 9 მარტს უკვე მერვედ გამოაცხადა. აღნიშნული პროგრამის შვიდი რაუნდის ფარგლებში ჯამურად უკვე დაფინანსებულია 135 სტარტაპი. სტუმარი: ავთანდილ კასრაძე - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე;

მსგავსი ვიდეოები