მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო “თავისუფალი დემოკრატები" - შალვა შავგულიძე

20.08.2020 01:37

შალვა შავგულიძემ პარტია "თავისუფალი დემოკრატები" დატოვა და მიზეზად იქ არსებული არაჯანსაღი ვითარება დაასახელა. “საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია “თავისუფალი დემოკრატები. ეს გადაწყვეტილება პარტიაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიმაღებინა”, – განაცხადა შავგულიძემ. პარტია ასევე დატოვეს: ნინო გოგუაძემ, სანდრო ბარამიძემ და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა გიორგი ქიტიაშვილმა. ისინი დამოუკიდებლად გააგრძელებენ თანამშრომლობას "ევროპულ საქართველოსთან". მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9 MULTIMEDIA.GE - მულტიმედია

გაზიარება: