წყალტუბოში კურორტის გენგეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა
ქალაქ წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ „მედეას“ ტერიტორიაზე წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა. საჯარო განხილვაზე შეკრებილ დაინტერესებულ პირებს კურორტის კონცეფცია უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა მრავალდისციპლინარული საპროექტო ჯგუფის - „ბაუ დიზაინის“ სპეციალისტებმა წარუდგინეს. კომპანია „ბაუ დიზაინმა“ წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის შემუშავებაზე 2020 წლის სექტემბერში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. კომპანიამ ამ ეტაპზე წარმოადგინა წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია თანმხლები მასალებით. კერძოდ, კონცეფციის შემუშავებისთვის მოსამზადებელი კვლევები, დაზუსტებული გეგმარებითი ერთეული, კურორტის განვითარების ხედვა და სტრატეგია, სიცოცხლისუნარიანობის შეფასება და გენერალური გეგმის სკოპინგის პროცედურასთან დაკავშირებული მასალები. საჯარო განხილვაზე გამოთქმულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს საპროექტო ჯგუფი განიხილავს და შესაბამისი არგუმენტებით გაითვალისწინებს კონცეფციის საბოლოო ვერსიაში. წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის ავტორთა გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური უცხოელი და ქართველი სპეციალისტებისგან. საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელია - მარკო არდიელი (იტალია) - არქიტექტორ/ქალაქმგეგმარებელი; საპროექტო ჯგუფში კონსულტანტად მოწვეულია - ფერუჩიო ტაზინატო (იტალია) - არქიტექტორი/კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი; ქალაქგეგმარებითი ნაწილს წარმოადგენენ - მიშა ბალიაშვილი და შპს ,,ბაუ დიზაინი“-ს სპეციალისტები; ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელია - ფრედერიკ ლე ფიშუ; ეკონომიკური ჯგუფის კონსულტანტია - დევიდ ნათი; ეკონომიკურ ნაწილს წარმოადგენს - ,,ვერიტას ბრაუნ კაუკასუსი/კუშმან\u0026ვეიკფილდ ჯორჯია გარემოს ნაწილს - „გარემოსდაცვითი სამართლის და აუდიტის ცენტრი“, ხოლო ტურიზმის ნაწილს - „საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია“. გენგეგმის კონცეფციის საჯარო განხილვას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ქალაქ წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. წყალტუბოს გენგეგმით უნდა განისაზღვროს ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც კურორტს შეუნარჩუნებს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას და ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს. გენგეგმა დაადგენს, თუ რა მოცულობის მშენებლობის განხორციელებაა შესაძლებელი წყალტუბოს ცენტრალურ ზონაში. ამის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საპრივატიზაციო წინადადებებს გენგეგმის ავტორებთან და საპროექტო ჯგუფებთან ერთად მოამზადებს. წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://drive.google.com/drive/folder...
ინფრასტრუქტურის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
კაცხის მონასტერთან მიმდინარე სამუშაოები აქტიურ ფაზ...
ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტების სოფლებში შიდა...
თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა
დღეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნება ხაშურის შე...
ხაშურის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გა...
გაიხსნა იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი ახალი ს...
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის...
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა...
მსგავსი ვიდეოები
წყალტუბოს კურორტის გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო წინადადებ...
TV IMEDI
წყალტუბოს გენერალური გეგმის პრეზენტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატების წარდგენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წყალტუბოს რეაბილიტაცია იწყება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Traveler Chanel - მოგზაურობა დროში, წყალტუბო, Rustavi2, სხვა...
ApAchi Traveler
დავით საგანელიძე წყალტუბოს კურორტის განვითარების შესახებ
საპარტნიორო ფონდი
წითელი ჯვრის ბენეფიციარები ბალნეოკურორტ წყალტუბოში.
Balneoresort Tskaltubo
წყალტუბოს რეაბილიტაციის გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster