✔ ვლადიმერ ხეთაგუროვის ბიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია / Владимир Михайлович Хетагуров / CHUB1NA.GE

14.12.2021 01:29:14

● ამა წლის 13 დეკემბერს ა. ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში გაიმართა ცნობილი ოსი საზოგადო მოღვაწის, ქორეოგრაფისა და მოცეკვავის, ვლადიმერ ხეთაგუროვის (1902 - 1973) ბიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია.
ვლადიმერ ხეთაგუროვმა საფუძველი ჩაუყარა ოსურ ქორეოგრაფიას, დიდი წვლილი შეიტანა ოსური და საზოგადოდ კავკასიური ცეკვის განვითარებაში.
სახელგანთქმული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ "სიმდისა" და ცხინვალის თეატრის შექმნა-განვითარებაც მის სახელთანაა დაკავშირებული.
წიგნი გამოცემულია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის EUMM მხარდაჭერით, სადაც გამოყენებულია უნიკალური საარქივო მასალები. , 13.12.2021
● სიახლეები ქართული ცეკვის შესახებ: CHUB1NA.GE
● Georgian Dance News: CHUB1NA.GE
●   / chub1na.ge

გაზიარება:
GM Sunshine