საია-ს ანგარიში

საია 2019 წელს 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სამი წლის თავზე დანაშაულის ყველა ეპიზოდი სათანადოდ გამოძიებული არ არის. გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ძალადობითა და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს. საია-ში ასევე ამბობენ, რომ მხოლოდ ერთი სამართალდამცავისთვის მოხდა ბრალის წარდგენა. მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, 20-21 ივნისის საქმეზე მიღებული ამნისტიის კანონი აუფასურებს მიმდინარე გამოძიებას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები