ბათუ დანელიას ლექსების კრებულის "თოვლის ტენორი" პრეზენტაცია

14.03.2021 24:26

გამომცემლობა პეგასი წარმოგიდგენთ ბათუ დანელიას ლექსების კრებულს „თოვლის ტენორი”. კრებულში შესული ლექსები იწერებოდა 2013 წლიდან დღემდე. როგორც ავტორის ადრინდელ კრებულებში, ამ კრებულშიც არის ფორმისეული ძიებები. ლექსები ეხება სიყვარულს, სიცოცხლეს, სიკვდილს, ბავშვობისა და დედის ხსოვნას, მშობლიურ ეზო-კარს და არც ჩვენი დღევანდელობა, მომავალი და წარსულია დავიწყებული ამ კრებულში. წიგნის შეძენა შეგიძლიათ წიგნის მაღაზიებში. აგრეთვე, წიგნის ონლაინ მაღაზიაში "ბუქმანია". წიგნის შესაძენად გადადით შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3tnmNZk

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო