დავით ნარმანია კომაროვის სკოლის 50 წლის იუბილეს დაესწრო

08.11.2015 01:58

07/11/2015 თბილისის მერი დავით ნარმანია კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. დავით ნარმანიამ კომაროვის სკოლის მოსწავლეებსა და აკადემიურ პერსონალს სიტყვით მიმართა, საიუბილეო თარიღი მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

გაზიარება: