ხმაური ზუგდიდის ბაზარში

ხმაური იყო წუხელ გვიან ღამით ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. კერძო მესაკუთრეები ბაზრის მიმდებარედ არსებული ღობის დანგრევას ცდილობდნენ, თუმცა, ადმინისტრაცია მათ ამის საშუალებას არ აძლევდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო, რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა. ზუგდიდის ბაზრის ადმინისტრაციასა და კერძო მესაკუთრეებს შორის დავა ამ ტერიტორიის გამო წლებია გრძელდება. აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას არაკანონიერს უწოდებს, რომლის მიხედვითაც, ბაზრის ღობის მიმდებარე ტერიტორია კერძო მესაკუთრეების მფლობელობაში დარჩა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები